суббота, 12 декабря 2009 г.

მისი ბრწყინვალება-შვიდი

1.პროექტის სახელი:მისი ბრწყინვალება-7!


2.პროექტის მოკლე აღწერა:ახალი ჰიპოთეზა 7-ის საკრალურობის წარმოშობის შესახებ.
7-ის საკრალურობა უნდა დაბადებულიყო ბიბლიაზე ძალიან დიდი ხნით ადრე,მსოფლიოს მრავალი ხალხის ისტორიულ წიაღში,ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად.

3.პროექტის სრული აღწერა:მასალების მოძიება იმის შესახებ,თუ რამ გამოიწვია ცხოვრებაში,ციფრი-7-ის გაღმერთება,რის გამო არის 7 საკრალიზებული და მისტიფიცირებული.
ამ კითხვაზე პასუხი დღემდე არ არის გაცემული,თუმცა ამ კითხვების ახსნის უამრავი ცდა არსებობს.7-ის ასაკი ძალზე დიდია.
7 საკრალური იყო ბაბილონში,ეეგვიპტეში,ჩინეთში,ამერიკაში,იაპონიაში...7 საკრალური იყო ძველ ცივვილიზაციებში.
მსოფლიო წარღვნა ვრცელდებოდა 7 დღეს.
ღმერთმა სამყარო 7 დღეში შექმნა,7 დღეა კვირაში.მსოფლიოს 7 საოცრება,ცისარტყელას 7 ფერი,მუსიკალური გამა 7 ტონისგან შედგება.
ისტორიული საქართველოს სამეფო 7 სამთავროსგან შედგებოდა.
7 მოწყალებათა საქმენი ხორციელნი,7 მოწყალებათა საქმენი სულიერნი,7 მომაკვდინებელი ცოდვანი და წამალნი მათნი-7 სათნოებანი.
7-ზე დაფიქრებულან პითაგორა,პლატონი,არისტოტელე,ჰიპოკრატე,ავიცენა...დღესაც ამ კვლევაში ჩართულები არიან ლინგვისტები,მათემატიკოსები,ისტორიკოსები,ფსიქოლოგები.
ვიმსჯელოთ თუ როგორია პერსპექტივები,სადაა მისი ამოხსნის გზები...

4.მონაწილეთა ასაკი:15-17 წლები.

5.ვააადები/ხანგრძლივობა:3 თვე.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ინტერნეტი,ფოტომასალა,აუდიომასალა,კლასგარეშე ლიტერატურა.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:ამ თემით დაინტერესებულ პიროვნებას ექნება ინფორმაცია,რომელიც ნაწილობრივ მაინც გასცემს პასუხს,ამ ამოუხსნელ ამოცანას.

8.სარგებელი სხვებისთვის:სისტემაში მოვა ინფორმაციები და ვერსიები ციფრი-7-ის შესახებ.მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ისტორიაში,ხელოვნებაში,რელიგიაში.

9.სამუშაო ენა:ქართული

10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:ვისთვისაც საინტერესოა ეს თემა.

11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთანკავშირი:ისტორია,ფიზიკა,რელიგია,ხელოვნება,მათემატიკა.

12.პროექტის ფასილიტატორი:დალი არსოშვილი

13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა:arsoshvili@gmail.com

14.პროექტის ფორუმი:

15.პროქტის ვებ- გვერდი/ბლოგი:daliarsoshvili.blogspot.com



Комментариев нет:

Отправить комментарий